8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2CDY9RAQ გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

საგადასახადო მიმართულების მენეჯერი

Nexia Georgia გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში საგადასახადო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;

** საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა;

** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა საგადასახადო საკითხებზე;

** მთავარი ბუღალტრების მიერ შესრულებული საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა და რეკომენდაციების გაცემა;

** კონტრჰაგენტ კომპანიებში პერიოდული ვიზიტები, არსებული სიტუაციის ანალიზი და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება;

** კონტრჰაგენტ კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში;

** პორტფელში არსებულ კომპანიებში პრობლემატური საკითხების გამოვლენის შემთხვევაში ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა, ჩართულობა და პრობლემის დროული აღმოფხვრა;

** მთავარი ბუღალტრების/ბუღალტრების შერჩევის პროცესში ჩართულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე:. გთხოვთ, წერილის სათაურში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საგადასახადო მიმართულების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Nexia Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის