9,008 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2CNEVHWS გამოქვეყნდა 23 სექ 2 ნახვა

Ramada by Wyndham Tbilisi Old City

Ramada by Wyndham Tbilisi Old City

ტექნიკური მენეჯერი

Ramada by Wyndham Tbilisi Old City გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

Wyndham Hotels and Resorts არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

Ramada by Wyndham Tbilisi Old City მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi Old City აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

  • 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.

ძირითადი ფუნქციები / პასუხისმგებლობები:

  • უზრუნველყოს ტექნიკური დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურების სწორი და ხარისხიანი დაგეგმვა და წარმართვა;
  • აკონტროლოს შენობის, სასტუმროს ოთახებისა და მათი ნაწილების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები არსებული დეფექტების აღმოსაფხვრელად;
  • უზრუნველყოს სასტუმროს და რესტორნის ინფრასტრუქტურაში არსებული სისტემების გამართული მუშაობა, მათი სწორი ტექნიკური მომსახურების დროული და ხარისხიანი სარემონტო სამუშაოები;
  • ზედამხედველობა გაუწიოს ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას და შეიმუშაოს განვითარების გეგმა ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
  • მოამზადოს ყოველკვირეული რეპორტი დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ;

მოთხოვნები:

სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ავლაბარი, წურწუმიას #14.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ramada by Wyndham Tbilisi Old City
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა