ისტის მასწავლებელი
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით. გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!
თანამდებობის დასახელება: ისტის მასწავლებელი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39. გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებით.
საკონკურსო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის მიმართულებით);
- სასურველია პროგრამირების ერთ-ერთი ენის ცოდნა;
- ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობის შემთხვევაში - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი.
- უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო შექმნაზე ზრუნვა;
- ისტ-ის საგნის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სტანდარტების შესაბამისად;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება;
- თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოყენება;
- მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
- სასკოლო პროექტებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
- კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
- ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში - სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
- კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;
- კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
- მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
- მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
- მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
- კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
- სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
- საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
- თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა
- ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი;
- სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
- მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
- თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
- მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.
- მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;
- მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;
- სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;
- მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
- სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
- ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
- მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
- მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.
- მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;
- მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;
- კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
- მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.