ოფის-მენეჯერი
დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10,000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით
დაცვის კომპანია „ალგანში“ ვაცხადებთ ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გ. სააკაძის II გასასვლელი №8 სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 გრაფიკი: კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები: - ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა; - დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება; - შემოსული ზარებისა და კომუნიკაციების მართვა; - თანამშრომლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია; - ოფისის ორგანიზაციულ საკითხებზე ზრუნვა.
მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი CV – - ზე!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.