ადმინისტრატორი
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მიღებული კორესპონდენციის მართვა/გადამისამართება (პასუხის დროულად უზრუნველყოფა); - ცნობების გაცემა, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე; - შემოსული და გასული კორესპონდენციის, ბრძანებების, ხელშეკრულებების რეესტრების წარმოება; - თანამშრომელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირება ელექტრონულ ბაზებში, მათ შორის პროგრამაში Self HR და მინიმალური ანაზღაურების პორტალზე; - თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, პირადი საქმეების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) ცოდნა; - სასურველია Self HR - ში მუშაობის გამოცდილება; - სასურველის HR მიმართულებით მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.
საჭირო უნარ-ჩვევები: - ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; - გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - ორგანიზებული; - განვითარებაზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები: გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით. 09:00 -17:00 სთ, ან 10:00 -18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N5
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://guli.selfrecruit.ge/s/A7iN
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.