← ყველა ვაკანსია

2MQ2QY4M გამოქვეყნდა 18 ნოე 0 ნახვა

მიკრობიოლოგი

გლობალტესტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

"გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება სურსათისა და სხვა საკვლევი ნიმუშების მიკრობიოლოგიურ კვლევებში და უზრუნველყოფს კვლევების ხარისხიანად, დადგენილი მეთოდებისა და სტანდარტების შესაბამისად შესრულებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშ-პარ

ძირითადი მოვალეობები

  • საკვლევი ნიმუშების მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარება;
  • პათოგენური და სანიტარიულ-მაჩვენებლური მიკროორგანიზმების გამოვლენა და რაოდენობრივი განსაზღვრა;
  • საკვები არეების მომზადება, სტერილიზაცია და ხარისხის კონტროლი;
  • ნიმუშების მიღება, მომზადება და დამუშავება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების აღრიცხვა, ანალიზი და დოკუმენტირება;
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;
  • შიდა ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიათა შორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობა;
  • ISO/IEC 17025 სტანდარტისა და ლაბორატორიის შიდა პროცედურების დაცვა;
  • ბიოუსაფრთხოების წესებისა და ლაბორატორიული პრაქტიკის მოთხოვნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

  • უმაღლესი განათლება მიკრობიოლოგიის, ბიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდების ცოდნა;
  • მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ISO/IEC 17025 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ლაბორატორიული დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული ლიტერატურისა და მეთოდების გასაცნობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ: "მიკრობიოლოგი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა