10 106 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2NTP870B გამოქვეყნდა 21 ოქტ 11 ნახვა

კორპორატიული ტურისტული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი

GASA გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში −26% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 22 ნოე

კომპანია "გასა" (GASA), რომელიც გამყვანი ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ახორციელებს ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია, როგორიცაა Pegasus Airlines და Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების ტურისტული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მნიშვნელოვანია: პოზიციაზე აუცილებელია ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. მხოლოდ ზოგადი გაყიდვების გამოცდილება, ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილების გარეშე, სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება Amadeus-ისა და ტურისტული პროდუქტების დაჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტებისთვის ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსფერების დაჯავშნისა და ორგანიზების სრული პროცესის მართვა;
  • კორპორატიული კლიენტების მომსახურება, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა და მათთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ტურების მიმდინარეობის მონიტორინგი, მიმდინარე საკითხების მართვა და წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარება;
  • ავიაბილეთების გაუქმებისა და გადაცვლის პროცესების მართვა;
  • გაყიდვების აღრიცხვა, ინვოისების მომზადება და გადახდების კონტროლი.

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა, შრომისუნარიანობა და სისხარტე;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1 500-2 000 ლარი, გამოცდილების შესაბამისად, + ბონუსი მოზიდული საკომისიოს 15%-ის ოდენობით.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14.
  • სამუშაო გრაფიკი: დინამიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება: კორპორატიული კლიენტების ტურისტული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. ზემოაღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა