9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2QF4V33T გამოქვეყნდა 16 ოქტ 55 ნახვა

პროექტების მენეჯერი

ვიქტორია 98 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾4000 / თვეში +77% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,254 ₾ · 157 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.

"ვიქტორია98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ZEGNA", "HUGO", "BOSS" და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე;
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 4000 ლარი, 4500 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროექტების დაგეგმვა;
  • ბიუჯეტის მომზადება;
  • პროექტის თაიმლაინის შემუშავება;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი და ანალიზი;
  • პროექტების სრული ციკლის ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორისა და ბაზრის ტენდენციების ცოდნა;
  • ბიზნესის მართვის, ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
  • დამატებითი მენეჯერული/სერტიფიცირებული კურსები (მაგ., MBA) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდურობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში ("Subject"-ში) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა