თურქულენოვანი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების მიხედვით + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ტრანსპორტირების და საბაჟო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
- სატრანსპორტო, საბაჟო და თანმხლები დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
- პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა;
- პარტნიორების ბაზის მუდმივი განახლება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე სასურველია 2-წლიანი გამოცდილება;
- თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - თურქულ ენოვანი საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.