8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2VM1RCHP გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ელექტრიკოსი

ელიტ მოტორსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

შპს "ელიტ მოტორსი" 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს პრემიუმ კლასის სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს.

კომპანია არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson.

დამატებითი ინფორმაცია: https://elitemotors.ge/

სამუშაო აღწერილობა

ელექტრიკოსი პასუხისმგებელი იქნება ტექნიკის ელექტრო სისტემების შემოწმებაზე, დაზიანებების აღმოჩენასა და შეკეთებაზე, ელექტრო მოწყობილობების მოვლასა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე, პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკის სერვისს ადგილზე (სერვის ცენტრში) და გასვლით საველე მომსახურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ტექნიკის ელექტრონული დიაგნოსტიკა;

** ელექტრო დაზიანებების დროული აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა;

** ტექნიკის ელექტრო სქემების შესწავლა, ანალიზი და პრაქტიკაში გამოყენება;

** მძიმე და მცირე სპეც ტექნიკასთან და ინდუსტრიულ დანადგარებთან მუშაობა;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და უსაფრთხოების წესების დაცვა;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** კორპორაციულ სატელეფონო პაკეტს

** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას

მდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ (საგურამოს გადასახვევთან)

გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე

Subject ველში მიუთითეთ: "ელექტრიკოსი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ელიტ მოტორსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის