სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი
შპს "გრადუს გრუპ მაუდი" (212809996) დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიმდინარე პროექტია "Maudi Residence" — ქუთაისის პირველი პრემიუმ დახურული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, უსაფრთხო გარემოთი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით. კომპანიაში დანერგილია ხარისხის, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული სისტემა (ISO 9001, 14001, 45001).
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 1-ლი ჩიხი, N 15. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-19:00; (შესვენება - 1 სთ) გამოსაცდელი ვადა; 6 (ექვსი) თვე. ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ინტერესების წარმოდგენა და მოლაპარაკებების წარმოება გენერალურ კონტრაქტორთან: ვადები, ღირებულება, დამატებითი და ცვლილების სამუშაოები;
- სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი სამუშაო გრაფიკის, საპროექტო დოკუმენტაციისა და ბიუჯეტის მიხედვით;
- კონტრაქტორის სამუშაო გრაფიკების, ანგარიშებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების განხილვა და, ხარჯთაღმრიცხველთან ერთად, დასადასტურებლად მომზადება;
- სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მონაწილეობა დაფარული სამუშაოების მიღებაში, ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის მოთხოვნა;
- კოორდინაცია პროექტის ავტორებთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან;
- მშენებლობის ნებართვის პირობებისა და სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
- რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა;
- ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგება პროგრესის, ბიუჯეტისა და რისკების შესახებ;
- მონაწილეობა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ან სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
- მშენებლობაში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3 (სამი) წელი პროექტის ხელმძღვანელის ან მენეჯერის პოზიციაზე;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მართვის გამოცდილება;
- სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და სამუშაოთა წარმოების წესების ცოდნა;
- სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა, მათ შორის "სივრცის დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა";
- საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების კითხვის უნარი;
- სამშენებლო ხელშეკრულებებთან, სამუშაო გრაფიკებთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- MS Excel, MS Project ან მსგავსი დაგეგმვის პროგრამა; AutoCAD ნახაზების დათვალიერების დონეზე.
უპირატესობა მიენიჭება
- დეველოპერის ან დამკვეთის მხარეს მუშაობის გამოცდილებას;
- FIDIC-ის ტიპის სამშენებლო ხელშეკრულებების ცოდნას;
- ინგლისური ენის ცოდნას;
- პროექტების მართვის სერტიფიკატს (PMP ან ანალოგი);
- B კატეგორიის მართვის მოწმობას.
განაცხადის წარდგენა
რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ ელფოსტაზე. სათაურში მიუთითეთ "სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი". სასურველია დაურთოთ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (ობიექტი, მასშტაბი, თქვენი როლი, პერიოდი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წ.
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების განხილვა; 2. I ეტაპი: გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან; 3. II ეტაპი: პროფესიული გასაუბრება კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს "გრადუს გრუპ მაუდი") შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!