ფლაერების გამვრცელებელი
"ბურთბუშელა — საბავშვო საფეხბურთო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფლაერების გამვრცელებლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს საბავშვო საფეხბურთო სკოლას — ბურთბუშელას — ახალი მოსწავლეების მოზიდვაში. სამუშაო მოიცავს ინფორმაციული ფურცლების (ფლაერების) დარიგებას საზოგადოებრივ ადგილას (პარკი, სკვერი, ბავშვთა მოედანი და სხვ.), სადაც განთავსებული იქნება ჩვენი როლაფ-პოსტერიც. თქვენი ამოცანა იქნება მშობლებთან/დაინტერესებულ პირებთან მოკლე კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი სკოლის შესახებ.
მოვალეობები:
- როლაფ-პოსტერთან ყოფნა და დღიური სამუშაო გრაფიკის დაცვა
- ფლაერების დარიგება დაინტერესებულ პირებზე (არა ყველასთვის ზედმეტად, არამედ სამიზნე აუდიტორიაზე — მშობლები პატარა ბავშვებით)
- სკოლის შესახებ მოკლე, მეგობრული ინფორმაციის მიწოდება
- დღის ბოლოს მოკლე ანგარიშის გაწევა (რამდენი ადამიანი დაინტერესდა/მოისმინა ინფორმაცია)
ანაზღაურება:
- ფიქსირებული დღიური ანაზღაურება — 50 ლარი
- ბონუსი თითოეულ მოყვანილ (რეგისტრირებულ) მოსწავლეზე
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
- სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში (არა სავალდებულო)
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით მეილზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.