ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
Real Palace აცხადებს ვაკანსიას თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00 - 14:00 ანაზღაურება: ფიქსირებული + თითოეული გაყიდული ბინიდან ყოველთვიური ბონუსი.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები: - დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ციფრული არხების საშალებებით. (CRM-ის საშუალებით) - მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დროულად მომზადება და მიწოდება მომხმარებელზე. - ამავე საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგის გუნდთან მოთხოვნების გაგზავნა. - ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი და პერიოდული მგაზიარება გუნდთან. - პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება და პერიოდულად გადახედვა ხელახალი დაკონტაქტების მიზნით. - მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა; - AI ასისტენტის მონიტორინგი და მისი დახვეწა-გაუმჯობესება შესაბამისი და არსებული ფუნქციის საშუალებით. - მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია და ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველჰყოფა. - ყოველთვიური ერთობლივი დასახული გეგმის შესრულება; - რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი); - ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - CRM - ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები: - ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - პრეზენტაციის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.