9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

30JCQZJA გამოქვეყნდა 16 ოქტ 30 ნახვა

სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი

ევროინს ჯორჯია გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, , და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი
  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას; ** საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაზღვეულის იდენტიფიკაცია პროგრამაში;
  • დაზღვეულის მხრიდან შემოსული მოთხოვნების განხილვა და, ინფორმაციის მიწოდება საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალზე, ანაზღაურების ვადებზე, თანხის ჩარიცხვაზე, პროვაიდერულ ქსელზე, კომპანიის ოფისების სამუშაო გრაფიკზე და საათებზე;
  • დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • მიღებული დოკუმენტაციის სრული, სწორი და კანონთან შესაბამისობის შემოწმება განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;
  • პროვაიდერ კლინიკებში ელექტრონული მიმართვის გადაგზავნა;
  • საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია სამედიცინო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციასთან;
  • შემოსული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, როგორც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე უარის შემთხვევაში შესაბამისი კომენტარის მითითებით;
  • ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო ან ორმაგი დაზღვევის თაობაზე შემთხვევის დარეგულირებისას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://euroins.selfrecruit.ge/s/wLGtr

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა