9881 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

32CK3ACA გამოქვეყნდა 16 ოქტ 59 ნახვა

სტაჟირება საერთაშორისო პროექტების მართვის გუნდში

Oxford School Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე
ფორმა · განცხადებაში

"Oxford School Georgia" აცხადებს მიღებას საერთაშორისო პროექტების მართვის გუნდში სტაჟირების პროგრამაზე.

"Oxford School Georgia" საერთაშორისო საგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობს და ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და ახალგაზრდებისა და პროფესიონალებისთვის გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაზე.

სტაჟირების პროგრამის მიზანია საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით დაინტერესებული კანდიდატებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა, პროფესიული კომპეტენციების განვითარება და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება;
  • პროექტის დოკუმენტაციის, ოფიციალური წერილებისა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • პროექტების ვადებისა და მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო ღონისძიებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • პროექტის გუნდის წევრებთან კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან შესაბამისი მიმართულებით სწავლის პროცესი;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
  • MS Office-ის ცოდნა.

საერთაშორისო პროექტებში ან ღონისძიებების ორგანიზებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

სტაჟირების პირობები:

  • ხანგრძლივობა: 3 თვე;
  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;
  • ანაზღაურება: სტაჟირება არაანაზღაურებადია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გამოცდილებას;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას;
  • პროფესიული და ორგანიზაციული უნარების განვითარებას;
  • გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობის და მუშაობის გამოცდილებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ განახლებული CV ელექტრონულ მისამართზე.

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: Intern - International Projects Management.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება გასაუბრების ეტაპზე გადასვლის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი - ბათუმი

ახალი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა