8434 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

350VCKBD გამოქვეყნდა 3 სექ 5 ნახვა

რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: სათაო მოქმედების ვადა: 12/09/2026 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა პოზიციის მიზანი პოზიციის მიზანია ბექ-ოფისის ოპერაციების ეფექტიანობის მხარდასაჭერად მონაცემების დამუშავება, რეპორტინგი და ანალიზი, საჭირო რესურსების შეფასება და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. პოზიცია უზრუნველყოფს ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.

ძირითადი პასუხისმგებლობები - დეპარტამენტში არსებული რეპორტების ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჭრილში დამუშავება და ანალიზი; - სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიზი; - გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; - საჭიროებისამებრ, ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება დეპარტამენტის, ცენტრისა და დივიზიის ლიდერებთან, რეგიონულ მართვასთან, ლიგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; - ტრანზაქციების შესრულებისთვის საჭირო რესურსების დათვლა, შეფასება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; - ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; - პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებსა და ამოცანებში აქტიური ჩართულობა; - დანერგილი ავტომატიზაციებისა და პროცესებში განხორციელებული ცვლილებების ეფექტის შეფასება და შესაბამისი შედეგების ანალიზი; - დივიზიებში Agile ტრანსფორმაციის დანერგვის პროცესში მონაწილეობა; - KPI-ების განსაზღვრისა და შესაბამისი პარამეტრების მომზადების პროცესში ჩართულობა; - სამუშაო პროცესში შესაძლო რისკებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ინიციირება; - საჭიროებისამებრ, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე პრეზენტაციების მომზადება და შედეგების წარდგენა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.

კვალიფიკაცია - უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით; - საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; - მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება; - MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - SQL-ის, Power BI-ისა და MS Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის კარგი ცოდნა. - AI ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ინტერესი და მზაობა.

უნარები - ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - მონაცემების დამუშავების, სტრუქტურირებისა და ინტერპრეტაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; - უკუკავშირის ეფექტურად გაცემისა და მიღების უნარი; - ინიციატივიანობა და პროაქტიულობა; - პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BGgMM

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის