10 031 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

36GEFV6T გამოქვეყნდა 21 ოქტ 8 ნახვა

3D არტისტი

სურგულა სტუდიო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

"Surgula Studio" ეძებს გამოცდილ 3D არტისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს მაღალი კლასის საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმრო-სარესტორნო პროექტებზე.

თუ გაქვთ ძლიერი ვიზუალური ხედვა, ქმნით ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ დეტალებს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ჩვენ შესახებ:

"Surgula Studio" არის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომელიც ქმნის სასტუმროების, რესტორნების, კომერციული და პრემიუმ საცხოვრებელი სივრცეების არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება კრეატიულობას, პროფესიონალიზმსა და დიზაინის მაღალ ხარისხს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ინტერიერისა და ექსტერიერის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტური 3D ვიზუალიზაციების შექმნა;
  • 3D მოდელირება, ტექსტურირება, განათების გამართვა და რენდერინგი;
  • მასალების, განათებისა და სივრცის ატმოსფეროს რეალისტურად გადმოცემა;
  • კომპოზიციისა და კამერის რაკურსების შერჩევა;
  • ვიზუალიზაციების პოსტპროდუქცია და საბოლოო დამუშავება;
  • ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობა;
  • პროექტების დროულად და დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულება.

ვის ვეძებთ:

  • არქიტექტურული ვიზუალიზაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • Autodesk 3ds Max-ისა და Corona Renderer-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
  • Adobe Photoshop-ის კარგი ცოდნა;
  • ფოტორეალისტური ვიზუალიზაციების შექმნის გამოცდილება;
  • განათების, მასალების, ფერებისა და კომპოზიციის კარგი აღქმა;
  • დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი ვიზუალური სტანდარტები;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სხვა პროფესიული პროგრამებისა და AI ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ განაკვეთზე მუშაობას თანამედროვე ოფისში;
  • მრავალფეროვან და მაღალი კლასის არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • გამოცდილ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობას;
  • შემოქმედებით და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

განაცხადის გამოგზავნა:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:

  • CV;
  • პორტფოლიო (აუცილებელია);
  • სურვილის შემთხვევაში, მოკლე სამოტივაციო წერილი.

წერილის სათაურში მიუთითეთ: 3D არტისტი

მდებარეობა: თბილისი.

ვებგვერდი: surgula.com

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა