8005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

37H46V0Q გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სერვისის ოპერატორი

ბეკო via hr.ge
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1800 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98-სავაჭრო წერტილს აერთიანებს . კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის 5; სამუშაო საათები: ორშაბათი - აპრასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ ანაზღაურება: 1800 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე ; - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, თურქული ენის ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად; - 1C ERP მუშაობის გამოცდილება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა - მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)

ძირითადი მოვალეობები: - სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; - მომხმარებლების მომსახურეობასთან დაკავშირებული ქვითრების პროგრამაში გახსნა; - გაუქმებული და სახელოსნოში მყოფი ქვითრების პერიოდული შემოწმება, რაოდენობრივი ანალიზი და უშუალო ხელმძრვანელის სისტემატიური ინფორმირება; - ტექნიკური პერსონალისთვის მომსახურეობის ქვითრების გადაცემა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების პროგრამულად გაწერა ; - სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია; - სერვისის მენეჯერისთვის დეტალური რეპორტის მიწოდება მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურეობების შესახებ წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;

დამატებითი უნარები: - დროის ეფექტურად მართვის უნარი - ეფექტური კომუნიკაციის უნარი - დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას

გაცნობებთ: თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge. ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ბეკო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა