9860 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

392DM3GS გამოქვეყნდა 19 ოქტ 30 ნახვა

ფინანსური ანალიტიკოსი

კომპანია ორბიტა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "კომპანია ორბიტა" არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/

შპს კომპანია "ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ხელფასი: ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორაციული ნომერი;
  • ფიტპასი.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტების გაანალიზება და დეველოპმენტის წარმოება;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და გეგმური ანალიზების წარმოება;
  • ანალიტიკური და ბექ პროგრამის ადმინისტრირება;
  • მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • გაყიდვების და ლოჯისტიკური გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა და შეხვედრების წარმოება;
  • ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;
  • დებიტორული დავალიანებების ანალიზი და მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ქსელებთან კავშირი;
  • მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის ანალიტიკა და მონიტორინგი;
  • შესყიდვების და მარაგების ანალიზი;
  • რეკომენდაციების და პროგნოზების შემუშავება;
  • პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • სასურველია 1C-ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა განსაკუთრებით Microsoft Excel;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ფინანსური ანალიტიკოსი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს კომპანია ორბიტამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტერი

ახალი
ჩერნოვეცკის ფონდი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
₾6000 +98% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

უფროსი ბუღალტერი

ახალი
აიდიეს ბორჯომი თბილისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სერვის კონსულტანტი

ახალი
კრედო ბანკი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბუღალტერი

ახალი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა