7810 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3B15FY8B გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

IT Connect გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

IT Connect აცხადებს ვაკანსიას: IT მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Support)

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები: - ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება; - საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია; - სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა; - მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება; - სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება; - საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა; - Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება; - მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია; - Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება; - სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი; - ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია; - ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია; - სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება; - საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი; - კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით; - კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა; - Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; - ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა; - ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა; - ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება; - ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი; - პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
IT Connect
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა