ოფის ადმინისტრატორი
კლინიკური ლაბორატორია „ვისტამედი“ აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის ოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პაციენტების მიღება და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - პაციენტების ინფორმირება პროდუქტების, სერვისების/პაკეტების, ფასების შესახებ; - პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში; - ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი); - დღის ბოლოს სალაროს ნაშთის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; - უცხო ენების ცოდნა (სასურველია); - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესია).
პიროვნული თვისებები: - ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; - დეტალებზე ორიენტაციის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა: თვეში 15 სამუშაო დღე (ცვლაში, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება). სამუშაო საათები: 08:30-18:00. ქ.თბილისი. ვაკე, შროშის ქუჩა N14.
დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით ) მისამართზე: წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ ვაკის ფილიალის ოფისის ადმინისტრატორი‘’.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.