ტექნიკოსი
სასტუმრო "გრაფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;
- ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების ცოდნა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;
- წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
- ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კოორდინაციით;
- პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
- სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;
- Front Office-ის/ადმინისტრატორებისა და Housekeeping-ის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
- შესრულებული სამუშაოებისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
- ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და შესაბამისი რეგულაციების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
- სამუშაო საათები: 8 საათი დღეში;
- დასვენება: კვირაში 2 დღე;
- ანაზღაურება: 1500 ლარი; ანაზღაურების გადახედვა შესაძლებელია კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;
- კვება: უზრუნველყოფილია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კვებას სასტუმროსგან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.