იურისტი
LTD HORIZOORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
მუდმივი სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
მოვალეობები: - კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, - სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს; - კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა; - წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა; - კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა; - კომპანიის სტუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების მიერ მომაზადებული კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა; - შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება; - მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; - კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება; - მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა; - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის; - შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;
პროფესიული მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება; - საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა; - MS Office პროგრამების ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული - პუნქტუალურობა;
თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@horizonsbatumi.com