მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგული ღონისძიებების კალენდრის შემუშავება და მართვა;
- ღონისძიებებისთვის საჭირო სარეკლამო, ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია მარკეტინგისა და დიზაინის გუნდებთან;
- ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა, კონტროლი და ხარჯების მართვა;
- განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი, მათ შორის მონაწილეთა ჩართულობის, აუდიტორიის უკუკავშირისა და ბრენდის ცნობადობაზე გავლენის შეფასება;
- ღონისძიებების შემდგომი ანგარიშების მომზადება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.