8784 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3W44F13A გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

ოფის მენეჯერი

MARK4 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბიზნეს ჯგუფი" არის ბიზნეს მხარდაჭერის კომპანია, რომელიც ქმნის და ავითარებს ინოვაციურ ქართულ Cloud სისტემას — "MARK4"-ს.

"MARK4" ორგანიზაციებს ეხმარება ბიზნეს პროცესების გამარტივებაში, ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარება და პროცესების უკეთ ორგანიზება.

ჩვენი კულტურა ემყარება გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას, ინტელექტუალურ მიდგომასა და მოქმედებაზე ორიენტირებულობას.

"Mark4" ეძებს ოფის მენეჯერს

ძირითადი მოვალეობები

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;

** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის, საკანცელარიო და სხვა მარაგების კონტროლი და დროული შევსება;

** მომწოდებლებთან და სხვადასხვა მომსახურების კომპანიასთან კომუნიკაცია;

** შემოსული ზარების, კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა;

** სტუმრების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია;

** შეხვედრებისა და საოფისე ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

** ოფისის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და მოგვარების კოორდინაცია;

** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მოწესრიგება და ინფორმაციის სისტემატიზაცია;

** კომპანიის შიდა საორგანიზაციო პროცესებში გუნდის მხარდაჭერა;

** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;

** ოფისის ადმინისტრირების, ადმინისტრაციულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება სავალდებულოა;

** საოფისე პროგრამების — Word, Excel, Google Workspace და სხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;

** ტექნოლოგიური სიახლეებისა და ახალი სისტემების სწრაფად ათვისების სურვილი.

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე და ტექნოლოგიურ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ, ღია და პროფესიონალ გუნდს;

** შესაძლებლობას, გაეცნოთ თანამედროვე ბიზნეს სისტემებისა და პროცესების მუშაობას;

** პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე:

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MARK4
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა