ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ავტო სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები
- ავტო სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევის ადგილზე გასვლა;
- კლიენტისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
- საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
- დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
- უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკმუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
აუცილებელი უნარები
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- აქტიური მოსმენის უნარი
- ორგანიზებული
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- კეთილგანწყობილი და თავაზიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.