გეოდეზისტი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
- ინდუსტრია: უძრავი ქონების განვითარება / მშენებლობა
- სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5-6 დღე, 40 საათი
- სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია პროექტის უფროს მენეჯერებთან
- ექვემდებარება: კომპანიის კონტრაქტორები / ქვეკონტრაქტორები და გეოდეზისტის დამხმარე.
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:
- დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს მრავალპროფილურ საინვესტიციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების პროექტებში.
პოზიციის აღწერა:
- გეოდეზისტი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტებზე გეოდეზიური სამუშაოების სრულად და მაღალი სიზუსტით შესრულებაზე. პოზიცია მოიცავს საპროექტო ღერძებისა და ნიშნულების დაკვალვას, მიწის სამუშაოების მოცულობების კონტროლს, ფაქტობრივი მდგომარეობის აზომვას, As-built ნახაზების მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგს.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საპროექტო ღერძების, ტრანშეების ტრაექტორიისა და ნიშნულების (რეპერების) გამოტანა საბაზისო წერტილებიდან
- მიწის სამუშაოების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აზომვების განხორციელება
- მიწის სამუშაოების კარტოგრამების მომზადება და შესრულებული მოცულობების დადასტურება
- ტრანშეებისა და ქვაბულების ფაქტობრივი მდგომარეობის აზომვა და As-built ნახაზების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და გზების დეფორმაციაზე დაკვირვება, მონიტორინგის წერტილების მოწყობა და პერიოდული ანგარიშგება
- გეოდეზიური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- სამშენებლო პროცესში წარმოშობილი გეოდეზიური და აზომვითი საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
- კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო მონაცემებთან
- ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება მიწის მართვის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით
- გეოდეზისტის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- უძრავი ქონების განვითარების ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- გეოდეზიური ხელსაწყოების (GPS, ტოტალური სადგური, ნიველირი) თავისუფლად ფლობა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება
- AutoCAD Civil 3D, GIS ან სხვა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ დონეზე ცოდნა
- საქართველოს კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა მიწის აზომვითი სამუშაოების მიმართულებით
- აზომვითი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი
- საველე სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ფიზიკური გამძლეობა
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს — ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.