კომპანიის იურისტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის იურისტის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე)
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
- ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ 3 000 ლარი ხელზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა);
- ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
- ადვოკატირება პირველი ინსტანციის სასამართლოში;
- კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
- უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.