საწარმოს საწყობის თანამშრომელი - ნედლეულის მიმღები
G&A Group აცხადებს საწარმოს საწყობის თანამშრომელი - ნედლეულის მიმღების ვაკანსიას.
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია „რერა“, „ხინდა“, “ნობათი”,რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია- მოვალეობა: - საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება; - მიღებული ნედლეულის ვიზუალური კონტროლი; - ნედლეულის მიღების პროცესში კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა; - საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა
- მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;
- მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება.
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; - სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
- ლოკაცია: დიდი დიღომი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 -18:00 სთ-მდე;
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან გამოგიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: საწარმოს საწყობის თანამშრომელი- ნედლეულის მიმღები.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.