ოფისის მენეჯერი
კომპანიის შესახებ:
ITCraft 2016 წლიდან ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანიაა საქართველოში. ვეხმარებით ბიზნესებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, IT მხარდაჭერისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ოფის მენეჯერს, რომელიც მართავს ყოველდღიურ საოფისე პროცესებს, კომუნიკაციასა და ადმინისტრაციულ დოკუმენტაციას.
ITCraft აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი — პავლე ინგოროყვას ქ. №19 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ყოველდღიური ამოცანები:
- კურიერის გამოძახება და გზავნილების კოორდინაცია;
- თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის რეპორტინგი თვეში ერთჯერ;
- მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაცია;
- სოციალური მედიის არხებთან კომუნიკაცია — Facebook, Instagram, TikTok.
პერიოდული და საჭიროებისამებრ ამოცანები:
- საოფისე ინვენტარის კონტროლი, აღწერა და შეკვეთა: საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყავა და სხვა საჭირო მასალები;
- კარტრიჯების შეკვეთა;
- ხელშეკრულებების, სკანირება, ხელმოწერის ორგანიზება და არქივირება;
- კორპორატიული ნომრების, Fitpass-ისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კონტროლი;
- გეგმიურ და ერთჯერად მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში
- ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის ორგანიზება
- შეხვედრების, მიწოდებებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია.
მოთხოვნები:
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა
- Microsoft Office-ის ცოდნა — Word, Excel, ელფოსტა;
- ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- IT სფეროს ან ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ, სტაბილურ და განვითარებად სამუშაო გარემოს.
შერჩევის ეტაპები:
1. კანდიდატების შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე; 2. გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.