9105 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4E9QSV5J გამოქვეყნდა 28 სექ 16 ნახვა

English Book Education

English Book Education

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

English Book Education გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ოქტ

"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.

ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ მომხმარებლებთან (კერძო სკოლები) ყოველდღიური ურთიერთობა, მიმდინარე პროცესების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოგვარებაში დახმარება;
  • არსებული მომხმარებლებისათვის მათემატიკის სახელმძღვანელოების მიმართულებით არსებული სიახლეების შეთავაზება და შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • არსებული მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • არსებული მომხმარებლებისათვის საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლების მიმდინარე დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • მონაწილეობის მიღება საგანმანათლებლო კონფერენციებში;
  • უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკის მიმართულება);
  • გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (CEFR; B2);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
English Book Education
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა