8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4FHS32WH გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ბუღალტერი

საბუდარა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1500–2500 / თვეში ბოლო ვადა:

წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა/ქართული ფრინველი 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. საბუდარა ბოლო პერიოდის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

(ჩამოთვლილი ფუნქცია მოვალეობები გაიმიჯნება რამდენიმე დასაქმებულს შორის)

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;

** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;

** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა,;

** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;

** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;

** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.

** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;

** სალარო ნაშთების კონტროლი;

** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;

** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;

** აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;

** სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოების სფეროში;

** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.

** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.

უნარები:

** მოტივირებული;

** მოწესრიგებულობა;

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

** კომუნიკაბელური, ენერგიული.

** ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ, კარიერულ განვითარებას;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** კვებას;

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკაც თვალსაჩინოებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს / ან მოგვწერეთ FACEBOOK (Sabudara / საბუდარა) გვერდზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

ტელ: /

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საბუდარა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის