B2B გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსში.
ძირითადი მოვალეობები:
- B2B მიმართულებით პარტნიორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
- პირადი გაყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა (ინდივიდუალური და B2B კლიენტები);
- მიმდინარე თვის გაყიდვების შედეგების ანალიზი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
- გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
- ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების ანალიზი;
- გაყიდვების ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან კმაყოფილებაზე და ლოიალურობის; შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ივრითი ან/და არაბული ჩაითვლება უპირატესობად);
- უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ძლიერი მოლაპარაკებებისა და გაყიდვების დახურვის უნარები;
- პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ₾ + ბონუსი; სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი: 12:00-17:00 საათი. სამუშაო ადგილი: თბილისი, თინა იოსებიძის #73
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "B2B გაყიდვების მენეჯერი".
----------------------------------------------------------
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პირადი გაყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა
- გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ჩატარება;
- პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- CRM პროგრამაში შემოსული ლიდების დამუშავება და ქმედებების აღრიცხვა;
- გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი; სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი: 12:00-17:00 საათი სამუშაო ადგილი: თბილისი, თინა იოსებიძის #73
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.