გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4M9DX8W2 გამოქვეყნდა 3 ნოე 19 ნახვა

უნივერსალი სტილისტი

სანლე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სილამაზე / მოდა
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

სილამაზის სალონი "სანლე" (SANLE) აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი სტილისტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 34 (მეტრო მარჯანიშვილთან)

ვინ ვართ:

"სანლე" სილამაზის სალონია თბილისის ცენტრში. ერთ სივრცეში გვაქვს მანიკიური, წამწამები, წარბები, პერმანენტი, თმა, კოსმეტოლოგია და მასაჟი. გუნდში ვეძებთ უნივერსალ სტილისტს, რომელიც ქალისა და მამაკაცის თმაზე ერთნაირად კარგად მუშაობს.

რას გააკეთებ

  • ქალის თმის შეჭრა, შეღებვა, მელირება, ტონირება
  • დაბანა, გასწორება, დახვევა და ვარცხნილობა
  • მამაკაცის თმის შეჭრა (მაკრატლით და მანქანით, გრადიენტი)
  • კლიენტთან კონსულტაცია და სტილის შერჩევა

ვის ვეძებთ

  • სტილისტად მუშაობის გამოცდილება (ქალის და მამაკაცის თმა)
  • ნამუშევრების ფოტოები (Instagram ან პორტფოლიო)
  • სისუფთავე, პუნქტუალობა და კლიენტთან თბილი ურთიერთობა

რას გთავაზობთ

  • მოწყობილი სამუშაო ადგილი მყუდრო სალონში ქალაქის ცენტრში
  • კლიენტების მოზიდვა ჩვენზეა: რეკლამა, სოციალური ქსელები, ონლაინ ჯავშანი საიტზე
  • ანაზღაურება: თითოეული კლიენტიდან 50%
  • გრაფიკი შეთანხმებით; სალონი ღიაა ყოველდღე 10:00-21:00

როგორ მიმართო

ან გამოგვიგზავნე ნამუშევრები ·

ვებსაიტი: https://sanlebeauty.ge/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა