უნივერსალი სტილისტი
სილამაზის სალონი "სანლე" (SANLE) აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი სტილისტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 34 (მეტრო მარჯანიშვილთან)
ვინ ვართ:
"სანლე" სილამაზის სალონია თბილისის ცენტრში. ერთ სივრცეში გვაქვს მანიკიური, წამწამები, წარბები, პერმანენტი, თმა, კოსმეტოლოგია და მასაჟი. გუნდში ვეძებთ უნივერსალ სტილისტს, რომელიც ქალისა და მამაკაცის თმაზე ერთნაირად კარგად მუშაობს.
რას გააკეთებ
- ქალის თმის შეჭრა, შეღებვა, მელირება, ტონირება
- დაბანა, გასწორება, დახვევა და ვარცხნილობა
- მამაკაცის თმის შეჭრა (მაკრატლით და მანქანით, გრადიენტი)
- კლიენტთან კონსულტაცია და სტილის შერჩევა
ვის ვეძებთ
- სტილისტად მუშაობის გამოცდილება (ქალის და მამაკაცის თმა)
- ნამუშევრების ფოტოები (Instagram ან პორტფოლიო)
- სისუფთავე, პუნქტუალობა და კლიენტთან თბილი ურთიერთობა
რას გთავაზობთ
- მოწყობილი სამუშაო ადგილი მყუდრო სალონში ქალაქის ცენტრში
- კლიენტების მოზიდვა ჩვენზეა: რეკლამა, სოციალური ქსელები, ონლაინ ჯავშანი საიტზე
- ანაზღაურება: თითოეული კლიენტიდან 50%
- გრაფიკი შეთანხმებით; სალონი ღიაა ყოველდღე 10:00-21:00
როგორ მიმართო
ან გამოგვიგზავნე ნამუშევრები ·
ვებსაიტი: https://sanlebeauty.ge/