Sales Consultant
SOLE HOME — ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი
📍 ადგილმდებარეობა: ბათუმი
ჩვენს მაღაზიაში სამუშაოდ ვეძებთ ქალ გაყიდვების კონსულტანტს.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 1 დღე დასვენება; ზამთრის პერიოდში ცვლებში მუშაობა: 10:00–18:00 ან 13:00–21:00; კვირაში 1 დღე სრული სამუშაო დღე: 10:00–21:00.
💰 ანაზღაურება: 1,200–1,300 ლარი
დამატებითი სარგებელი:
თანამშრომლის ფასდაკლება მაღაზიაში პირად შესყიდვებზე.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია; მომხმარებელთა მომსახურება და გაყიდვების პროცესში დახმარება; პროდუქციის თაროებზე მოწესრიგებულად და სრულად განთავსება; მაღაზიაში წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები:
უცხო ენის ცოდნა; კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; კომუნიკაბელურობა, კეთილგანწყობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მომხმარებლებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი; გაყიდვების სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
📩 განაცხადის გასაკეთებლად: დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნონ WhatsApp-ის საშუალებით.