8,884 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4NNW5Y82 გამოქვეყნდა 17 სექ 4 ნახვა

მაგთიკომი

მაგთიკომი

კორპორატიული მომხმარებლების ქსელის მართვის ინჟინერი

მაგთიკომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

შპს „მაგთიკომის“ კორპორატიული მომხმარებლების ჩართვებისა და მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომხმარებლების ქსელის მართვის ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა: - კორპორატიული ჩართვის მომზადება და შემდგომი მომსახურება ყველა ტიპის სერვისი მიხედვით (FTTP/H/B, IPTV, VoIP, Radio, 4G); - კორპორატიული ქსელური მოწყობილობების კონფიგურირება (ოპტიკური და რადიო ქსელისთვის); - კორპორატიული ქსელის აპარატურის მონიტორინგი; - კორპორატიული აპარატურის და კლიენტის პრობლემის დიაგნოსტირება და მითი აღმოფხვრა ან ესკალირება;

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; ტექნიკური რუსული და ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან თავისუფალი კომინიკაციის დონეზე წერა/მეტყველება; - ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN); - ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა; - Cisco, Juniper, MikroTik, 4G აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; - ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება; - რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება; - შემოსული ტექნიკური დავალებების შესრულება;

უნარები: - დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა; - რამოდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი; - დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; - მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; - სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობა; - კომუნიკაციის უნარი; - თვითგანვითარების უნარი;

სასურველია ამ სფეროში მსგავს პოზიციაზე ან საპორტის და ინსტალატორის მუშაობის გამოცდილება;

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კორპორატიული მომხმარებლების ქსელის მართვის ინჟინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაგთიკომი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა