9,156 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4P74A256 გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

ბისტრო

ბისტრო

სუ შეფი

ბისტრო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ოქტ

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

"Bistro By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს სუ შეფის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლების ბარათი.
  • კვების თანხა დანამატი.
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება
  • სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის მართვა
  • სტანდარტებისა და ტექნოლოგიების მიხედვით კერძების მომზადება
  • კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • სამზარეულოს პერსონალის კონტროლი
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • აღწერის ორგანიზება/ჩატარება
  • ჩამოწერების კონტროლი

საჭირო უნარები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სუ შეფის პოზიციაზე
  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
  • საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა

ადგილმდებარეობა: ქავთარაძის N1

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ დელივერი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბისტრო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა