ბექ-ოფისის მოლარე - საღამოს ცვლა
სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში.
სამუშაო გრაფიკი : 19:00-02:00 საათამდე
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; - ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; - თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; - გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: - წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს; - ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში; - უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას; - ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში; - აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;
მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: - განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; - სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; - დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; - განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-tbilisi-sagamos-cvla-tbilisi-VJApE9?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.