გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4Q85VXQZ გამოქვეყნდა 6 ნოე 24 ნახვა

უძრავი ქონების პროდუქტების განვითარების მენეჯერი

One Point გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი
ჩაის ფული · განცხადებაში

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია კომერციულ დირექტორთან

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ჯგუფს, რომელიც საქმიანობს სტუმარ-მასპინძლობის, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების მიმართულებებით. კომპანია ასევე ოპერირებს დეველოპმენტის სფეროში და ორიენტირებულია საცხოვრებელი და საკურორტო დანიშნულების პროექტების განვითარებაზე. მისი საქმიანობა მოიცავს, როგორც საკუთარი დეველოპერული პროექტების განხორციელებას, ასევე გარე პარტნიორებისთვის პროდუქტის კონცეფციის შემუშავებასა და განვითარების პროცესში საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.

პოზიციის აღწერა:

უძრავი ქონების პროდუქტის განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება დეველოპერული პროექტების პროდუქტის კონცეფციის შემუშავებასა და განვითარების პროცესის მართვაზე, რაც მოიცავს ბაზრის მოთხოვნების ანალიზს, პროექტის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრას, საპროექტო გადაწყვეტილებების ზედამხედველობასა და საბოლოო პროდუქტის კომერციული რეალიზაციისთვის მომზადებას.

ძირითადი ამოცანები

  • უძრავი ქონების პროდუქტის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის საბაზრო პოზიციონირების, სამიზნე აუდიტორიის, ფუნქციური შემადგენლობისა და კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
  • პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების (TEP) გაანგარიშება, ბინების ტიპებისა და ფართობების განაწილების განსაზღვრა და დაგეგმარების ეფექტიანობის ოპტიმიზაცია
  • არქიტექტორებისა და საპროექტო გუნდებისთვის პროდუქტის დეტალური ტექნიკური დავალების (ბრიფის) მომზადება
  • პროექტის ყველა ეტაპზე საპროექტო გადაწყვეტილებების ზედამხედველობა და მათი პროდუქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაგეგმარების, მოპირკეთების, საინჟინრო სისტემების, საერთო და დამხმარე სივრცეების განხილვა და ოპტიმიზაცია
  • ფინანსურ გუნდთან თანამშრომლობით ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, ფასის პოზიციონირებისა და ფინანსური სცენარების განსაზღვრა
  • ფუნქციათაშორისი გუნდების, არქიტექტორების, ინჟინრებისა და გარე კონსულტანტების კოორდინაცია და საპროექტო გადაწყვეტილებების შეთანხმება
  • გარე დეველოპერული პროექტებისთვის პროდუქტის ხედვისა და სტანდარტების შემუშავება, კონცეფციების შეფასება და საპროექტო გუნდების ზედამხედველობა
  • დაინტერესებული მხარეებისა და პარტნიორებისთვის პროდუქტის პრეზენტაციების, სცენარების შედარებისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების მომზადება
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის კომერციული მასალებისა და პოზიციონირების მესიჯების შემუშავების პროცესში
  • ბაზრისა და გაყიდვების უკუკავშირის შეგროვება და მიღებული ინფორმაციის პროდუქტის შემდგომ განვითარებაში გათვალისწინება
  • დეველოპერული პროდუქტების განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინჟინერიის, უძრავი ქონების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპმენტის სფეროში, პროდუქტის განვითარების ან პროექტების მართვის მიმართულებით
  • დეველოპერული პროექტების მართვის, ბინების მიქსის განსაზღვრისა და სივრცითი დაგეგმარების შეფასების გამოცდილება
  • საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა
  • პროექტის ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების (შემოსავლები, თვითღირებულება, მარჟა, ფასები) ანალიზის გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (B2-C1 დონე)
  • AutoCAD / Revit / BIM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციის უნარი
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა