ადმინისტრატორი
+13% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,331 ₾ · 74 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
- დოკუმენტების შენახვა, გაგზავნა, დაარქივება;
- სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან/და ადმინისტრირების მიმართულებით);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel, Outlook);
პიროვნული თვისებები
- აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ორგანიზებული, კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პუნქტუალურობა;
- არამწეველი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-საათამდე.
- ანაზღაურება: 1500 ლარი.
დამატებითი მოთხოვნები: შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://form.asana.com/?k=h17FZQgD5ZPTHm4_ea1oew&d=71922475500426
ასევე შეუძლიათ გაგზავნოთ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრატორი.