სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე!
ვებსაიტი: https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე)
სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება
- სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;
- ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
- დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით.
შენი როლი "თინეთში"
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;
- ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ
- გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ფლობ საოფისე პროგრამების;
- გლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე.
"თინეთში" დაგხვდება
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.