9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

530FAJP4 გამოქვეყნდა 6 ოქტ 27 ნახვა

სუ-შეფი

როშე გუდაური გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და ორგანიზებულ სუ-შეფს (Sous-Chief).

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს მართვა: სამზარეულოს სრული ხელმძღვანელობა და პროცესების კონტროლი.
  • საუზმის ბუფეტის მართვა: სასტუმროს დილის საუზმის/ბუფეტის (Buffet Breakfast) მომზადების, დროული გაშლის, მუდმივი განახლებისა და ხარისხის სრული კონტროლი.
  • ხარისხის კონტროლი: კერძების მომზადების, პრეზენტაციისა და გემოვნური თვისებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • გუნდის მართვა და სწავლება: მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია, ტრენინგი და მოტივირება.
  • მარაგების მართვა: პროდუქციის შეკვეთა, მიღება, შენახვის პირობების კონტროლი და დანაკარგების (food waste) მინიმუმამდე დაყვანა.
  • სანიტარიული სტანდარტები: HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვა და მონიტორინგი.
  • მენიუს განვითარება: ახალი კერძებისა და საუზმის მენიუს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მართვისა და მომზადების პრაქტიკული გამოცდილება და სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა.
  • უნარები:
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი;
  • ადრეულ საათებში ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • მაღალი სტრესგამძლეობა და სწრაფი რეაგირება დატვირთულ რეჟიმში;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ ჩვენ:

კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით); კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

სათაურის ველში მიუთითეთ: "სუ-შეფი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა