ყასაბი
ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე!
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და გამოცდილ ყასაბს ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები:
- ხორცის დაჭრა, დანაწევრება და ძვლისგან განცალკევება (დარბილება);
- ხორცპროდუქტების აწონა და დაფასოება;
- პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამუშაო ინვენტარისა და სივრცის სისუფთავის დაცვა;
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;
- პროდუქციის დანაკარგების მინიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ყასბად მუშაობის გამოცდილება;
- ხორცის დამუშავების ტექნიკის ცოდნა;
- დანებისა და შესაბამისი ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო გარემოს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
- გრაფიკი: ცვლებში შეთანხმებით;
- ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.