8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

59CAA8EH გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

ალტე უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სტუდენტთათვის ცნობების მომზადება და გაცემა;

** სტუდენტთა შესახებ გარე კორესპონდენციების მომზადება;

** სტუდენტთა დოკუმენტაციის ციფრული ასლების მომზადება;

** სტუდენტთა პირადი საქმეების ფორმირებაში მონაწილეობა;

** დიპლომის დანართის მომზადებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;

** ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესებში მონაწილეობა;

** შიდა და გარე მობილობის პროცესების ადმინისტრირებაში მონაწილეობა;

** უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეყვანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);

** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;

** დროის მართვის უნარი;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება;

** გუნდურობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 სექტემბერი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტე უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის