8847 live vacancies
← All vacancies

65MMFCX3 Posted 25 Aug 2 views

ბუღალტერი

Loyal Partners external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

"Loyal Partners" არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

"Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო გატარებების დროული და ზუსტი რეგისტრაცია;

** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;

** ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

** საჭიროების შემთხვევაში საბანკო ოპერაციების განხორციელება;

** კლიენტების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება კომპანიის სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უზრუნველყოფა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის შემდეგ;

** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

** Balance-ის ან FINA-ს საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კარგი ცოდნა;

** Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** ACCA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Loyal Partners
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone