8434 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5A4FR682 გამოქვეყნდა 3 სექ 6 ნახვა

სერვისის მრჩეველი

GT Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216; სამუშაო განაკვეთი: სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; - ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება; - ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა; - ინგლისური/რუსული ენის ცოდნა; - MS Office-ის პროგრამების ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებელთა ჩაწერის სისტემის კონტროლი, ვიზიტის დროის დადგენა და დროულად მიღების უზრუნველყოფა; - მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება; - მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და მიღებული ინფორმაციის ტექნიკური გუნდისა და ნაწილების მენეჯერებისთვის გადაცემა; - ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება; - სარემონტო სამუშაოების შეთანხმება მომხმარებელთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შეთავაზება; - სერვისის გუნდის სრულყოფილად ინფორმირება ავტომობილის შესახებ; - სერვისის სამუშაოების მეთვალყურეობა და აქტიური კომუნიკაცია ტექნიკოსების გუნდთან; - საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების მენეჯერთან; - არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან; - ავტომობილის ტესტ-დრაივის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსთან კონსულტაცია; - ნაწილების მოძიება შესაბამის კატალოგებში; - სერვისისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტების განსაზღვრა და ნაწილების განყოფილებასთან შესაბამისი რეპორტის წარმოება; - მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფასების შესახებ, ხარჯთაღრიცხვის მომზადება; - მომხმარებლის ინფორმირება სამუშაო ვადებზე, პერიოდული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ; - განსაზღვრული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ტიპის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის დროული ინფორმირება და დამატებითი მომსახურებების ან სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება; - მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება; - მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, მისი მოთხოვნისამებრ სერვისის ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით); - დასრულებული ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება; - სერვისის აქციებზე ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლებთან და მათი შესრულების კონტროლი; - რეგისტრირებული ავტომობილების მონაცემების, დეფექტური აქტების სიზუსტის, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მონიტორინგი; - სერვისის პროგრამაში შევსებული დავალებების და სურათების ატვირთვის სიზუსტის კონტროლი; - მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვვით თანხების კონტროლი; - განმეორებითი შეკეთების შედეგების ანალიზის მიმოხილვა და ხელმძღვანელთან გაზიარება;

პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაცია; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/f0q1j

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
GT Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის