ანაზღაურებადი სტაჟირება - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე სტაჟიორის შერჩევის მიზნით - 1 (ერთი) ერთეული.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი/პროფესიური განათლების მქონე პირს ან სტუდენტს.
კონკურსში მონაწილე პირისთვის სასურველია: - სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა; - ფოტო/ვიდეოკამერით მუშაობის უნარი.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს: - სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება); - ინგლისურ ენას (სასურველია); - საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office Word, Excel, PowerPoint, Internet).
სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს: - პუნქტუალობა და ორგანიზებულობა; - დავალების დადგენილ ვადაში შესრულება; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის კულტურა; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა; - ტექნიკური უნარ-ჩვევები; - ინიციატივის გამოვლენა; - კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია: - მედიამონიტორინგის განხორციელება; - საჭიროების შემთხვევაში ვებგვერდზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება (ინფორმაციის ატვირთვა, კორექტირება); - რესპონდენტებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება და მომზადება; - უნივერსიტეტის ღონისძიებების გაშუქება; - პრესრელიზების მომზადება; - ფოტოგადაღება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2.1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“); - ავტობიოგრაფია (CV); - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; - განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ; - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); - ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს 2026 წლის 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე (სათაურის ველში უნდა მიეთითოს: „ანაზღაურებადი სტაჟირება - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: სააპლიკაციო პაკეტის განხილვა და შესარჩევი ზეპირი გასაუბრება. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად. ანაზღაურებადი სტაჟირების ყოველთვიური გასამრჯელო განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით). სამუშაო დრო განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 30 საათისა (შაბათ-კვირის გარდა). სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.