უფროსი ბუღალტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ გაქვთ საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, გიწვევთ ჩვენი გუნდის წევრად.
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; - ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და დამუშავება; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენაში ჩართულობა; - საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; - ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება; - ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამა Fina-ში გამოცდილება; - ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიღომი
ჩვენ გთავაზობთ:- კარიერული ზრდის პერსპექტივას; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ანაზღაურება: 2200.00 ლარი ხელზე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „უფროსი ბუღალტერი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.