გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5F8ANK8D გამოქვეყნდა 19 ნოე 9 ნახვა

კორპორატიული აბონენტების ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი

სქაიტელი გარე განცხადება
₾2500–3000 / თვეში შესვლა და განაცხადი

+23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,241 ₾ · 115 განცხადება

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტპროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული აბონენტების ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კორპორატიული ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს, უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს, რთული ტექნიკური ინციდენტების ეფექტიან მართვასა და მხარდაჭერის პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.

დასაქმების ადგილი - თბილისი, სათავო ოფისი დაქვემდებარება - მომხმარებელთა ზრუნვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანაზღაურება - 2, 500.00 - 3, 00.00 ლარი (კომპეტენციის ფარგლებში) სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება)

დამატებითი სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კორპორატიული ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • გუნდის სამუშაო შედეგების შეფასება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტექნიკური ტრენინგების ორგანიზება;
  • რთული და კრიტიკული ტექნიკური ინციდენტების მართვა, დიაგნოსტიკა და მათი სრული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული და VIP აბონენტების ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული დავალებების შესრულების კონტროლი, მათ შორის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია პრობლემების საბოლოო აღმოფხვრამდე;
  • მომსახურების ხარისხის, SLA-ის შესრულებისა და გუნდის ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი და ანალიზი;
  • არასტაბილური სერვისების ტექნიკური შემოწმება, განმეორებადი ხარვეზების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
  • ახალი კორპორატიული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვასა და ტექნიკურ ტესტირებაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაო პროცესების, სისტემებისა და ცოდნის ბაზის განვითარება და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტელეკომუნიკაციების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ტექნიკური მხარდაჭერის, NOC-ის ან ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • კრიტიკული ტექნიკური ინციდენტების მართვის, პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის, ასევე SLA სტანდარტებით მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, VLAN, NAT, DNS, DHCP, OSPF, BGP, VPN);
  • ქსელური მოწყობილობების (Cisco, Nokia, Huawei, Ubiquiti, MikroTik ან ანალოგიური) კონფიგურაციის, მართვისა და დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ქსელის დიაგნოსტიკური ინსტრუმენტებისა (ping, traceroute/MTR, Wireshark) და მონიტორინგის სისტემების (Zabbix, PRTG ან ანალოგიური) ცოდნა;
  • დავალებების მართვის სისტემებთან და CRM-თან მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების დონეზე.

უპირატესობად ჩაითვლება

  • ინტერნეტპროვაიდერში ან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ოპტიკურ და რადიო ქსელებთან ან კორპორატიულ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • CCNA, MTCNA/MTCRE ან ანალოგიური პროფესიული სერტიფიკატის ფლობა;
  • ITIL-ის პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლიდერული და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული აბონენტების ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა